21:21 | 2021-10-14 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ჩვენ არ დავიკვნესებთ, ჩვენ არ დავიჩოქებთ და დღეს ამის იმედი კიდევ ერთხელ მომეცა – თამრიკო ჭოხონელიძე

ჩვენ არ დავიკვნესებთ, ჩვენ არ დავიჩოქებთ და დღეს ამის იმედი კიდევ ერთხელ მომეცა – თამრიკო ჭოხონელიძე

მომღერალმა თამრიკო ჭოხენელიძემ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.

 

„ერთი ქართული სიმღერიდან მინდა პატარა ამონარიდი გავაკეთო და დღეს ჩვენ ზუსტად ეს განწყობა გვაქვს. ჩვენი მტერი სხვა არის და ყველამ მინდა შეიგნოს ეს. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ , „ნაცი“ „ქოცი“ იმიტომ, რომ ჩვენ ხვალ აღარ ვიქნებით ერი, თუ იმ მტერმა გაიმარჯვა ვინც ჩვენ გვემუქრება.

 

ვინ არის წალენჯიხაში, ავარიის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი
2021-10-14ვინ არის წალენჯიხაში, ავარიის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი

 

და ვიტყვი იმ პატარა ამონარიდს „მტერო დამჩაგრე, არ ვსტირი, ტირილი დიაცთ წესია, ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში, მაგრამ არ დამიკვნესია“, დიახ ჩვენ არ დავიკვნესებთ, ჩვენ არ დავიჩოქებთ და დღეს ამის იმედი კიდევ ერთხელ მომეცა“, – თქვა თამრიკო ჭოხონელიძემ.

 

ცნობისათვის, ამ წუთებში სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X