12:56 | 2020-05-22 ავტორი: თამარ გონგაძე

“ჩვენ არ შეგვიძლია იმის აღქმა, რაც ანიტამ თქვა…” – მარინა ბერიძე

“ჩვენ არ შეგვიძლია იმის აღქმა, რაც ანიტამ თქვა…” – მარინა ბერიძე

ანიტა რაჭველიშვილს, მის მიერ გაკეთებული მკვეთრი განცხადების გამო, ისევ ნეგატიურ კონტექტსში მოიხსენიებენ. მეცო-სოპრანომ “მთავარის” “შუადღეში” გააკრიტიკა ორკესტრები, მთავრობა და მისი დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა.

 

“არც ერთ მთავრობას აზრად არ მოსვლია, რომ საუკეთესო ორკესტრს – ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს მაქსიმალურად დახმარებოდნენ.

 

მე თამამად ვიტყვი, რომ საქართველოში არ არსებობს არც ერთი სხვა ორკესტრი, რომელიც უკრავს ისე, როგორც ორკესტრი, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი ხელმძღვანელობს. დანარჩენ ორკესტრებთან სამღერლად არც კი გამოვდივარ, იმიტომ რომ სამარცხვინო დონეა.

 

მე ვხედავ, როგორ ეხმარება არსებული მთავრობა სხვა ორკესტრებს ნაცნობობით თუ კომპლიმენტების სანაცვლოდ, ხოლო ხარისხიანი ორკესტრი მიგდებულია და ეს სირცხვილია!

 

როგორებიც თვითონ არიან მთავრობაში, ისეთი უნიჭო და უხარისხო ორკესტრი ჰყავთ გვერდში დასმული და ისეთ უნიჭო ხელოვანებს ამღერებენ, აცეკვებენ და გამოჰყავთ კონცერტებზე.

 

ქვეყანა ერთ ქვაბში მოხარშულ საშინელ სუპს დაემსგავსა და მე არ მინდა ამის ნაწილი ვიყო. და სულ ვიბრძოლებ ამის წინააღმდეგ” – განაცხადა რაჭველიშვილმა გადაცემაში, რომლის წამყვანები – მარინა ბერიძე, მაკა ჩიჩუა და სალომე დადუნაშვილი არიან.

 

საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად “პრაიმტაიმი” მარინა ბერიძეს დაუკავშირდა. კითხვაზე – თუ რამდენად მოულოდნელი, ობიექტური თუ მკვეთრი შეფასება გააკეთა ანიტამ მის ეთერში, ქალბატონმა მარინამ ასეთი პასუხი გაგვცა. 

2020-05-21"ქმარს ანგარიშს ვუწევდი. ახლა თავისუფალი ვარ... ეს რომ აქამდე მცოდნოდა..." - იუბილარი მარინა ბერიძე თავისი დამოკიდებულებებით

 

მარინა ბერიძე: – არიან ძალიან დიდი პიროვნებები, რომლებიც იმას ამბობენ და აკეთებენ, რაც უნდათ და ეს ბედნიერებაა. ანიტას ასე მიაჩნია და რახან ასეა, უნდა ეთქვა კიდეც.

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ სტინგი დიდი ვარსკვლავია, ის კი არ ვიცით, რომ ზუსტად სტინგისნაირი დიდი ვარსკვლავია ანიტა რაჭველიშვილი. ამას ვერ იგებენ და ვერ ხვდებიან ისინი, ვინც მომღერალს მისი გამოსვლის გამო ლანძღავს.

 

მე მის კონცერტებს სხვადასხვა ქვეყანაში დავსწრებივარ, ვყოფილვარ პრემიერებზეც. ეს არის მომღერალი, რომელსაც მსოფლიოში ხელის გულზე ატარებენ.

 

ჩვენ არ შეგვიძლია იმის აღქმა, რაც მან თქვა. გამოდიან და ამბობენ, ვინ ეკითხება ანიტა რაჭველიშვილს, მაგას თავში აქვს ავარდნილიო.

 

საქართველოში ფილარმონიის ერთი ანშლაგი უვარდებათ თავში, მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი ანიტას წინ ფეხზე დამდგარი ლა-სლაკაც, მეტროპოლიტენ ოპერაც და ბასტილიაც. ის მღერის თუ არა, სცენაზე რომ გამოდის მთელი დარბაზი ფეხზე დგება. ამ დონის ვარსკვლავის აღირება კიდე უნარია.

 

და თქვენს გადაცემაში გაკეთებულ შეფასებაში ეთანხმებით ანიტას?

 

– მე სხვა ადამიანი ვარ, აქ ვცხოვრობ, აქ ვმოღვაწეობ და ყველა მუსიკოსს და ადამიანს ანგარიშს ვუწევ.

 

ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, რომ კარგი ორკესტრია, ყველამ ვიცით. ძალიან ცუდად რომ ექცევიან ამ ორკესტრს, ესეც ვიცით. და ამაზე რომ არც ერთ მუსიკოსს ხმა არ ამოუღია, ესეც ვიცი. დანარჩენი ხალხმა გადაწყვიტოს.

ავტორი: თამარ გონგაძე

X