
მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ქვეყანაში საველე ჰოსპიტლები ეწყობა. არსებული ვითარება, ცოტა ხნის წინ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ შეაფასა.
„სამწუხაროდ, დღეს კიდევ მოიმატა ახალმა შემთხვევებმა, 6000-ზე მეტი დაფიქსირდა, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საქართველოსთვის პანდემიის დასაწყისიდან.
სიკვდილობაც ჩვენთვის შედარებით მაღალი იყო – 47, თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ შემთხვევების კატასტროფულად გაზრდილი რაოდენობის ფონზე, გარდაცვალების შემთხვევების მატება გარდაუვალია.
საველე ჰოსპიტლები იშლება რეზერვისთვის – ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი მატება“ ,-აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.























