
„ჩვენ, როგორც „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, ასევე „დროას“, ბრძოლის გზად არჩეული გვაქვს ხელის შეშლა, საბოტაჟი, პარალიზება, რესურსების გამოფიტვა, გადაღლა და მგონია, რომ ეს არის სწორი გზა“, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„პოლიტიკური პროცესი არის ის, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და რითაც შეუძლია იმით შეეწინააღმდეგოს არსებულ სისტემას, რომელიც დღითიდღე სულ უფრო და უფრო ემსგავსება რუსული ტიპის ავტოკრატიას. ჩვენ, როგორც „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, ასევე „დროას“, ბრძოლის გზად არჩეული გვაქვს ხელის შეშლა, საბოტაჟი, პარალიზება, რესურსების გამოფიტვა, გადაღლა და მგონია, რომ ეს არის სწორი გზა.
პარალელურ, კოალიციურ რეჟიმში დემონსტრაციების გამართვა მგონია, რომ ეს არის გზა ერთი მხრივ, მოქალაქეებს დავანახოთ, რომ შეუძლებელია შეგუება სისტემასთან, რაშიც ცხოვრებას გვაიძულებენ და მეორე მხრივ, ქვეყნის გარეთ ჩვენს მეგობრებს დასავლეთში ვაჩვენოთ, რომ აქ არ არის ნორმალური ვითარება და შეუძლებელია უზურპატორმა გააგრძელოს ცხოვრება ისე, თითქოს, არაფერი ხდება და ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ღირსების მქონე ადამიანები რომლებიც ამ რეალობას არ შეეგუებიან. ამიტომ, პარასკევს დაგეგმილი სამივე მსვლელობა მნიშვნელოვანია და სიხარულით ვუერთდებით“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
VIDEO: „ნუ მიკივიხარ, წყალი დაალევინეთ“ – გინება და მწვავე დაპირისპირება პირდაპირ ეთერში
პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიდგომა შეცვალა
რამდენი ადამიანი აიცრა 200-ლარიანი დანამატის პროგრამის ამოქმედების შემდეგ
გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მწვანე საშვი – იპოვე შენი სახელი კოვიდრეესტრში























