10:26 | 2020-04-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ჩვენ დავამარცხეთ კორონავირუსი – ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი

ჩვენ დავამარცხეთ კორონავირუსი – ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი

„ახალმა ზელანდიამ Covid-19-თან ბრძოლა მოიგო“, – ამის შესახებ ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯესიკა არდერნმა  განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

 

პრემიერის თქმით, ქვეყანაში აღარ ფიქსირდება ვირუსის ისეთი შემთხვევები, რომელთა წყაროც უცნობია.

 

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, განცხადებით ეს არ ნიშნავს, რომ ახალ ზელანდიაში Covid-19-ის შემთხვევები არ ფიქსირდება.

 

გავრცელების რისკი გაცილებით დაბალია, რადგან მათი წყარო ცნობილია.

 

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით ახალ ზელანდიაში ახალი კორონავირუსის 1469 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 1180 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა კი 19-ს მიაღწია.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X