
გუშინ „დინამომ” მოყვარულთა ფეხბურთი აჩვენა, – ამის შესხებ ვეტარანმა „დინამოელმა” რევაზ ძოძუაშვილმა „დღის კურიერის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინ, „თბილისის დინამომ” მოყვარულთა დონის ფეხბურთი ითამაშა.
„ჩვენ ჯერ ვერ გაგვიგია რა ფეხბურთი გვინდა ჩვენი სახელმწიფოსთვის. გვინდა პროფესიონალური ფეხბურთი ქალაქისთვის, კლუბისთვის თუ მსოფლიო დონის ფეხბურთისთვის. გუშინ „დინამომ” მოყვარულთა ფეხბურთი აჩვენა. როდესაც ასეთ დონეზე ითამაშებ, ანუ, მოწინააღმდეგის გუნდიდან მწყემსი სამ ბურთს გაიტანს, რა უნდა გაგვიკვირდეს. ჩვენ ფეხბურთში არწივები გვყავდა და დღეს ახლოს ვერ არიან, ინდაურები უფრო მეტნი არიან ფეხბურთის ირგვლივ. არ არის გამორიცხული რომ ამაზე მეტი დაგვემართოს, თუ ფეხბურთის იმ სიბრძნის კანონებს არ გავაყვებით,” – აცხადებს რევაზ ძოძუაშვილი.
ცნობისთვის, „დინამო თბილისის” ფეხბურთელებმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩი ფარერების კუნძულის კლუბ “კლაკსვიკთან” 6-1-ით წააგო.






















