
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონის ახალი ხელმძღვანელის მიმართ კარგი მოლოდინები აქვს.
მისი თქმით, საპატრიარქოსთან და მეუფე იაკობთან თანამშრომლობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ყველა ის პირობა, რომელიც დაიცავს ბავშვების ინტერესებს.
„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინები ახალ ხელმძღვანელთან მიმართებაში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ყველა იმ საჭირო მოთხოვნას, რომელიც დაიცავს ბავშვების ინტერესებს.” , – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
ასევე ნახეთ: სპირიდონი გადადგა! – ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს






















