
„ჯანდაცვის სამინისტრო არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი, რადგან ერთდროულად არ მოახდინა ჰოსპიტალური საწოლების მობილიზება. ჩვენ კი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე არსებული პასუხისმგებლობის გარდა გვაქვს სხვა პასუხისმგებლობაც, რომელიც ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვას ემსახურება“ – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ, პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, უწყება მოახდინა საწოლფონდის გეგმაზომიერი მობილიზება, იმისათვის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი რაციონალურად დახარჯულიყო.
„ჩვენ მოვახდინეთ საწოლების გეგმაზომიერი მობილიზება, რათა რაციონალურად დახარჯულიყო სახელმწიფო ბიუჯეტი და რეალურ საჭიროებასთან თანმიმდევრული ვყოფილიყავით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
უნდა აღინიშნოს პანდემიის შედეგების შემცირების მიზნით საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მიერ გაწეული ფინანსური და ტექნიკური დახმარება.
სამინისტრო განსაკუთრებულ მადლობას უხდის მათ გაწეული ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის.






















