
„ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, „როდესაც გადწყვეტილება იქნება მიღებული შესაბამისი სამსახურები იქნებიან მზად რომ მოემსახურონ მოქალაქეებს“.
კალაძემ აღნიშნა, რომ მერია ამ ეტაპზე შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციას ელოდება.
„ტრანსპორტი იქნება ყველა იმ შემდგენლობით, რაც გააჩნია მერიას. უსფრთხოების წესები დაცული იქნება სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად“, – განმარტა კალაძემ.
მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები სავარაუდოდ ივნისის დასაწყისში მოიხსნება.






















