20:09 | 2020-08-11 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

„ჩვენ გვედავებიან, თითქოს ჩავედით იმ ადგილზე, ვცემეთ და წყალში გადავაგდეთ გარდაცვლილი!..“ – შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მორაგბის პოზიცია

„ჩვენ გვედავებიან, თითქოს ჩავედით იმ ადგილზე, ვცემეთ და წყალში გადავაგდეთ გარდაცვლილი!..“ – შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მორაგბის პოზიცია

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაზე წარდგენილ ბრალდებას მორაგბე არჩილ გაგნიძე კატეგორიულად არ ეთანხმება. ამის შესახებ “პრაიმტაიმს” მისი ადვოკატი ლექსო კობაიძემ განუცხადა.

 

– გაგნიძეს ამ დანაშაულს ვერ ჩაიდენდა. ამას საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიც ადასტურებს. ჩვენ გვედავებიან, თითქოს ჩავედით იმ ადგილზე, ვცემეთ და წყალში გადავაგდეთ გარდაცვლილი.

 

ეს მტკიცებულებები სხვა რამეს მეტყველებს. საქმეში არსებობს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ და სხვა პირებს, ჩაუტარდათ ვიზუალური დათვალიერება და მათ არანაირი დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

 

ისმის კითხვა იმ რთულ რელიეფში როგორ გადაადგილდნენ ესენი და როგორ მოხდა, რომ ცემის დროს ერთი ნაკაწრიც არ მიუღიათ. მათ არც შაქარაშვილის დნმ ჰქონდათ და არც წყლის.

 

შაქარაშვილის საქმის ფიგურანტების ტელეფონებს FBI იკვლევს
2020-08-11შაქარაშვილის საქმის ფიგურანტების ტელეფონებს FBI იკვლევს

 

ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ 23 ტომის მიუხედავად, საქმეში პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს და ვერსიების დონეზეა წარდგენილი ბრალი.

 

ექსპერტმა თქვა, ვარდნით დაზიანებებს ვერ მიიღებდა, ე.ი. ვიღაცამ სცემაო და ამის საფუძველზე დაუმძიმდათ ბრალი.

 

– არჩილ გაგნიძეს თუ შეხვდით პროკურატურის განცხადების შემდეგ, რას ამბობს ის?

 

– გადაირია გაგნიძე რას მეუბნებით, იქ საერთოდ არ ჩავსულვარო. დიდი პროტესტი გამოხატა. ის ბრალს არ აღიარებს. არჩილ გაგნიძე ჰყვება, რომ არც იცოდა შაქარაშვილი რომ სცემეს.

 

ამბობს, შაქარაშვილი თუ ვცემე და გადავაგდე, გური ამირხანაშვილს თბილისში რატომ წამოვიყვანდი, იმასაც მივაყოლებდით, რატომ დავტოვებდითო?

 

როცა მივიდა იქ ჩხუბი არ ყოფილა, მან უბრალოდ დაინახა, როგორ გაიქცნენ ახალგაზრდები. მისი მიზანი არ ყოფილა ვინმეს ცემა და მოკვლა. პროკურატურამ ისეთი ვერსია შემოგვთავაზა, რომ წინასწარ უნდა სცოდნოდათ ამათ რომ ნამდვილად შაქარაშვილი უნდა ეცემათ.

 

ცნობისთვის, პროკურატურამ დღეს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების – 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.

როგორც ცოტა ხნის წინ, პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X