14:07 | 2021-12-03 ავტორი: Prime Time

ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი, გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავს ცხენი – თეა წულუკიანი

ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი, გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავს ცხენი – თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს ამ წუთებში პარლამენტში უსმენენ. თეა წულუკიანმა სიტყვით გამოსვლისას სხვადასხვა სფეროზე ისაუბრა და სპორტში არსებულ პრობლემებსაც შეეხო.

 

„ის მაღალი მიღწევები რაც არაერთ სპორტის სახეობას აქვს, დრო არ მეყოფა რომ ყველა ჩამოვთვალო, მაგრამ მინდა ვაჩვენო კონტრასტი – ამის ფონზე და ამის საპირისპიროდ ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი, ჩვენ გვყავს ველოსპორტსმენები, რომელთა ველოსიპედებსაც სძვრება ბორბალი და გვყავს მორბენლები, რომლებსაც არ აქვთ სარბენი ბილიკები და გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავს ცხენი.

 

ეს ასეა და რეალობა ასეთია, მე არც წინა მინისტრობისას ვმალავდი პრობლემებს, ვცდილობდი მათთან გამკლავებას და ასე არის აქაც. შესაბამისად, ეს უთანასწორობა უნდა გასწორდეს“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ავტორი: Prime Time

X