
„აშშ-ის პრეზიდენტი ამერიკელ სამხედროებს ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ იყენებს“, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა.
„ის ამერიკის არმიას იყენებს ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ. მან ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა. ჩვენი ბავშვებისთვის, ჩვენი ქვეყნის სულისთვის, ჩვენ ის უნდა დავამარცხოთ. ერთად ამის გაკეთება შეგვიძლია“,- წერს ბაიდენი.
He's using the American military against the American people.
He tear-gassed peaceful protesters and fired rubber bullets.
For a photo.
For our children, for the very soul of our country, we must defeat him. But I mean it when I say this: we can only do it together. https://t.co/G1yE67q9Nz
— Joe Biden (@JoeBiden) June 2, 2020
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც პოლიციამ ძალის გამოყენებით 46 წლის მამაკაცი, ჯორჯ ფლოდი დააკავა. ფლოდის დაკავების ვიდეომ აშშ-ის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია.
კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია. მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მინესოტის სამედიცინო ექსპერტიზამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჯორჯ ფლოიდი მოკლულია.























