
„ჩვენ ჯერ არ ვამბობთ, რომ მოვიგეთ არჩევნები!“ – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი და საგანგებო განცხადებისთვის ემზადება.
მისი პრესსამსახურის ცნობით, ბაიდენს გამოსვლა ექნება დელივერში. კანდიდატის კორტეჟი უკვე მიემართება მსხვილ საკონფერენციო ცენტრში, სადაც მისი სიტყვით გამოსვლა იგეგმება.
ამ დროის მონაცემებით, ტრამპი ბაიდენთან სამი მილიონი ამომრჩევლით აგებს.
ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს ნევადის, მიჩიგანის, პენსილვანიის, ჯორჯიის, ჩრდილოეთ კაროლინას და ალასკის შტატებში.






















