01:32 | 2020-04-23 ავტორი: Prime Time

ჩვენ კიდევ ვერ ვაფასებთ იმ რეალურ საფრთხეს რაც კაცობრიობას ემუქრება – გია ვოლსკი

ჩვენ კიდევ ვერ ვაფასებთ იმ რეალურ საფრთხეს რაც კაცობრიობას ემუქრება – გია ვოლსკი

„ოპოზიციიდან თავის თავზე პასუხისმგებლობის აღება არცერთს, არც ჯგუფურად და არც ცალცალკე არ შეუძლია“.

 

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ აჭარის ტელევიზიაზე, „თავისუფალ სივრცეში“ სტუმრობისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე მხარის არდაჭერა სპეციალური ფორმა იყო.

 

„შეიძლება ითქვას, რომ მხარის არდაჭერა გარკვეული ფორმა იყო. გადახედეს დარბაზს და იმედი მაქვს ისედაც იცოდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება გავიდოდა.

 

მხარი არ დაუჭირეს იმიტომ, რომ თქვენ შეკითხვები დასვათ და აქტუალურ დღის წესრიგში შემოვიდეს მათი განცხადებები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

რაც შეეხება საკუთარ გადაწყვეტილებას, დეპუტატმა განმარტა, რომ მან თავისი პოზიცია პანდემიის გავრცელების შესაკავებლად დააფიქსირა.

 

„მე როგორც ერთმა დეპუტატმა, გია ვოლსკიმ, მხარი დავუჭირე იმას, რომ არ გავრცელდეს ვირუსი საქართველოში და ეს პანდემიის საფრთხე მოეხსნას ჩვენს მოსახლეობას.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკაც უკან დაგვრჩება და ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლეც.

 

ყველაფერი, რასაკვირველია, ვერ დარეგულირდება. პრობლემები ქვეყანას ისედაც ჰქონდა. მე მაინც მგონია რომ ამ საფრთხის აღქმა ჩვენთან და სხვადასხვა ქვეყნებში არ არის სათანადო.

 

ჩვენ კიდევ ვერ ვაფასებთ იმ რეალურ საფრთხეს რაც კაცობრიობას ემუქრება, არა თუ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას“, – განმარტავს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

 

ავტორი: Prime Time

X