
წუხელ, ჩვენ მათ სახეში სილა გავაწანით, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ აშშ-ის სამხედრო ბაზებზე იერიშის შეფასებისას განაცხადა.
„მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მავნე ყოფნა აქ უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა ირანის ლიდერმა.
მისივე თქმით, როდესაც საქმე ეხება კონფრონტაციას, მსგავსი სამხედრო ქმედებები საკმარისი არ არის.






















