11:55 | 2021-10-19 ავტორი: Prime Time

ჩვენ მეხუთე ტალღა ძალიან მაღალი ნიშნულიდან დავიწყეთ – ამირან გამყრელიძე

ჩვენ მეხუთე ტალღა ძალიან მაღალი ნიშნულიდან დავიწყეთ – ამირან გამყრელიძე

თუ ქვეყანამ აცრის მოცვის მაჩვენებელი ვერ ასწია, ყოველ ორ თვეში ამ ტიპის და უფრო მძაფრი ტალღები იქნება – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა.

ახალგაზრდა მწერლის და სამოქალაქო აქტივისტის, ანა რეხვიაშვილის შემოქმედებითი მივლინება აშშ-ში
2021-10-19ახალგაზრდა მწერლის და სამოქალაქო აქტივისტის, ანა რეხვიაშვილის შემოქმედებითი მივლინება აშშ-ში

 

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ წინამორბედი ტალღებისგან განსხვავებით მეხუთე ტალღა ქვეყანაში ძალიან მაღალი მაჩვენებლებით დაიწყო.

 

„სამწუხაროდ, ჩვენ მეხუთე ტალღა ძალიან მაღალი ნიშნულიდან დავიწყეთ. ამ ტიპის ნიშნულიდან არ დაწყებულა არც მეორე, არც მესამე და არც მეოთხე ტალღა. ახლა უფრო მძაფრად მიდის. ეს დელტა შტამი საკმაოდ აგრესიული გამოდგა და თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება, ვიღაცებს ჩემი პროგნოზი არ მოეწონოთ, მაგრამ საკმაოდ რთული ნოემბერი გვექნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი: Prime Time

X