02:24 | 2020-05-12 ავტორი: Prime Time

ჩვენ მზად ვართ, როგორც ოსი, ისე აფხაზი თანამოქალაქეების მისაღებად – პაატა იმნაძე

ჩვენ მზად ვართ, როგორც ოსი, ისე აფხაზი თანამოქალაქეების მისაღებად – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა თავისუფალ სივრცეში სტუმრობისას ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა.

 

პაატა იმნაძემ ოკუპირებულ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები თანამოქალაქეების დახმარებაზე ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა გამოთქვა.

 

„სამწუხაროდ ოკუპირებული რეგიონებიდან დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ვიცით რაც ხდება. იქ ნამდვილად არის შემთხვევების მატება და რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ, როგორც ოსი, ისე აფხაზი თანამოქალაქეების მისაღებად.

 

ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, რომ ნებისმიერი სახის დახმარება, რაც იქნება ჩვენი ჯანდაცვის სისტემისგან საჭირო შევთავაზოთ. ეს იქნება ტესტირებები თუ ავადმყოფების მკურნალობა, რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

პაატა იმნაძე

„ჩვენ არ ვიცით რა ხდება ცხინვალსა და სოხუმში, თუმცა გვაქვს მზადყოფნა ნებისმიერი ფორმით დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს“–ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.

Gepostet von აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი am Montag, 11. Mai 2020

ავტორი: Prime Time

X