09:52 | 2021-11-01 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ჩვენ ოპოზიცია არ გვყავს – გია ვოლსკი

ჩვენ ოპოზიცია არ გვყავს – გია ვოლსკი

“ჩვენ ოპოზიცია არ გვყავს, ეს არის მეომრების ჯგუფი, რომელსაც უნდა რომ შეარყიოს ქვეყნის სტაბილურობა”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„ცოტა რადიკალურ ტერმინს შემოვიტან და ვიტყვი, რომ ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც სხვადასხვა ინტერესის მქონე ჯგუფია გაერთიანებული. სხვადასხვა როლს თამაშობენ, ზოგი დაცვაშია, ზოგი ნახევარდაცვაში, ზოგი კარშია და ზოგი თავდასხმაში. უნდა ვიმსჯელოთ იმაზე მწვრთნელი ვინ არის, ვინ ქაჩავს ამ თოკებს. ეს თუ არ გავაანალიზეთ არ მგონია, რომ წარმატებას მივაღწიოთ, ქვეყანაზე მაქვს საუბარი.

 

იმ 45%-ის აზრი და მოსაზრება ზუსტად უნდა იცოდე, გააანალიზო და რაღაცები ისე უნდა გაკეთდეს, როგორც იმათაც აწყობთ. ჩვენ ოპოზიცია არ გვყავს. ეს არის მეომრების ჯგუფი, რომელსაც უნდა რომ შეარყიოს ვალუტის კურსი, ტურიზმი, სტაბილურობა. შეარყიონ იმისთვის, რომ ბიზნესი არ შემოვიდეს. არ არის ბიზნესი და არ არის სამუშაო ადგილები ეს ყველაფერი კი უკმაყოფილებას იწვევს მთავრობის მიმართ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X