
„უნდა გესმოდიეს რომ სხვისი ქვეყნის შიდა საქმეებში არ უნდა ერეოდეთ. ივანიშვილი იცით რა ბოღმიდან ვერ ამოვიდა?! სააკაშვილი რომ ეუბნებოდა – ეს გამიკეთე, ის მოგვიტანე და ა.შ“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი.
„7 ნომერბერს რომ დაგვარბია ტყვიები ამას უჩუქებია“, – აღნიშნავს ბერძენიშვილი.
კითხვას – ამის შესახებ არ იცოდით, ივანიშვილის კოალიციით ხელისუფლებაში რომ მოდიოდით 2012 წელს? – ბერძენიშვილი პასუხობს:
„დიახ ვიცოდით და ივანიშვილთან ერთად დავამარცხეთ სააკაშვილი. სხვებზეც ვიცით ბევრი რამ და ახლა იმათთან ერთად დავამარცხებთ ივანიშვილს.
ეს ჩვეულებრივი ამბავია პოლიტიკაში. აქ მუდმივი პარტნიორები არ არსებობენ.
ივანიშვილთან ერთად ვიყავით სააკაშვილის წინააღმდეგ, სააკაშვილთან ერთად ვიყავით შევარდნაძის წინააღმდეგ, ახლა კიდევ ვინმესთან ერთად ვიქნებით.
ჩვეულებრივი ამბავია. თუ ვინმეს უნდა რომ პირადად მე არათანმიმდევრულობაში მამხილოს, შეუძლია ასე გააგრძელოს.
მე ჰომეროსიც ვთარგმნე და მისი მოწინააღმდეგე ვერგიულიუსიც. შეუძლიათ ამაზეც მომედავონ.
ხომ გახსოვთ ვისთან ერთად იომა მეორე მსოფლიო ომში აშშ-მ ჰიტლერის წინააღმდეგ. როგორ გგონიათ, აშშ-ს და ჩერჩილს არ ეუბნებოდნენ საბჭოთა კავშირთან ერთად როგორ იბრძვი, ეს ხომ ბოროტებააო?! კი, ბოროტება იყო, მაგრამ უფრო დიდი ბოროტება დაინახეს და იმიტომ იბრძოლეს.
დღეს საქართველოს ინტერესშია უკრაინასთან კარგი ურთიერთობა და ამის დაზიანება, ღალატის ტოლფასია.
დიახ, ვიცი, რომ სააკაშვილი წმინდანი არ არის, ჩემთანაც აქვს დანაშაული ჩადენილი, მაგრამ ჩემი პირადი ინტერესები უფრო დიდი არ არის, ვიდრე ქვეყნის ინტერესები.
2011 წელს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში რომ შემოდიოდა დაწერა გრძელი წერილი. ამ წერილში ვანოც აქო და ადეიშვილიც, ჩემზე კი თქვა – მაგასთან მაქვს შეკითხვებიო.
მე არასდროს არ ვუყვარდი. უბრალოდ „რესპუბლიკური პარტია“ სჭირდებოდა და ჩვენც გვჭირდებოდა ის, რადგან მიხეილ სააკაშვილის ჩაბეტონება და პუტინივით ყოფნა ხელისუფლებაში არ მინდოდა, დღესაც ვფიქრობ რომ ეს სწორი იყო.
„რესპუბლიკური პარტია“ ასე გავაგრძელებთ… ჩვენ პატარა პარტია ვართ.
მარტო ვერ მოვდივართ ვერასოდეს და ვერავის ვერ ვერევით, მაგრამ სხვებთან ერთად ხანდახან რაღაც გაგვიკეთებია“, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.






















