16:54 | 2020-04-22 ავტორი: Prime Time

ჩვენ შევაკავეთ მარნეულში დაავადება, მაგრამ არსებობენ ძალები, რომლებიც ბედნიერი იქნებიან, თუ ქვეყანაში ცუდად იქნება საქმე – შოთა რეხვიაშვილი

ჩვენ შევაკავეთ მარნეულში დაავადება, მაგრამ არსებობენ ძალები, რომლებიც ბედნიერი იქნებიან, თუ ქვეყანაში ცუდად იქნება საქმე – შოთა რეხვიაშვილი

ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი მარნეულში გზის გადაკეტვას დაგეგმილ პოლიტიკურ აქციას უწოდებს. მხარის გუბერნატორი ადგილზე იმყოფებოდა.

 

„ამათ საქმე არ აინტერესებთ, ამათ პრობლემები არ აქვთ. ეს არის მასკარადი, ეს არის კლოუნადა“, – ასე შეაფასა მან აქცია.

 

ამასთან, შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური ძალები არ უნდა ქმნიდნენ ადამიანების ასეთ კონცენტრაციას, რათა დაავადება არ გავრცელდეს.

მან ასევე კომენტარი გააკეთა აქციის მონაწილეების შეძახილებზე: „მიშა, მიშა“.

 

„ამ სიტუაციაში, პოლიტიკური ძალა უნდა უფრთხილდებოდეს, რომ ასეთი კონცენტრაცია არ იყოს და დაავდების გავრცელება არ იყოს. ჩვენ შევაკავეთ

მარნეულში დაავადება, მაგრამ არსებობენ ძალები, რომლებიც ბედნიერი არიან იმით, რამდენად ცუდად იქნება ქვეყანაში საქმე, რამდენად ბევრი იქნება ინფიცირებული და რამდენად ბევრი გარდაიცვლება. საუბედუროდ, ასეა. ელოდონ, მიშას ერთი 50 წელიწადი, კიდევ ელოდონ“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ მარნეულისა და სოფელ შულავერის დამაკავშირებელი გზა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ დღეს გადაკეტა. ისინი მკაცრი კარანტინის რეჟიმს აპროტესტებდნენ, რომელიც რეგიონშია შემოღებული. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „მიშა, მიშა“. ადგილზე იმყოფებოდა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ახმედ იმამკულიევი. მისი თქმით, არ იცის, ვინ მოახდინა აქციის ორგანიზება. აქციაზე ასევე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აზერ სულეიმანოვი. ადგილზე მივიდნენ მარნეულის მერი ზაურ დარგალი და ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი.

ავტორი: Prime Time

X