10:54 | 2020-01-23 ავტორი: Prime Time

ჩვენ სტატუსების გამო არ ვყოფილვართ ეკლესიაში – ანდრია სარიას პირველი კომენტარი მღვდელმოქმედების შეჩერებაზე

ჩვენ სტატუსების გამო არ ვყოფილვართ ეკლესიაში – ანდრია სარიას პირველი კომენტარი მღვდელმოქმედების შეჩერებაზე

„აი, ამ ბაგეს თუ ამოშანთავენ, თორემ სხვაგვარად ვერ გაგვაჩერებენ“, – ასე ეხმაურება „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მღვდელმონაზონი ანდრია სარია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებას.

 

მისივე თქმით, საპატრიარქო ჩვეულ ცილისწამებურ ფორმაშია.

 

„შავ დღეში არიან. 14% ხალხი დააკლდათ. ვერც მეუფე პეტრე შეაჩერეს ამით და ვერც მეუფე პეტრეს, სიმართლის გარშემო შემოკრებილი ადამიანები. აქ, ჩვენ სტატუსების გამო არ ვყოფილვართ ეკლესიაში. მათგან განსხვავებით ჩვენ სიმართლის მსახურებისთვის ვიყავით. ისინი პიროვნულად ქონების, ფულის, დოვლათისა და ცილისწამების მსახურებისთვის მოსულნი. ამ ადამიანებს ვერ გააგებინებ. ჩვენ ავირჩიეთ სიმართლის გზა. მრევლს უნდა გავაგებინოთ, ესენი რა შავ დღეში არიან და ჩვენი ეკლესია, როგორ ვერ გათავისუფლდა ამ შავი, ბნელი, სოდომური ცოდვისგან, ქონების მითვისებისგან. ხალხის, ეკლესიის ქონება პიროვნულად ადამიანებს აქვთ მითვისებული. იმდენად მძაფრი და მძიმეა მოსასმენად. აი, ამ ბაგეს თუ ამოშანთავენ, თორემ სხვაგვარად ვერ გაგვაჩერებენ,“ – განაცხადა სარიამ.

 

კითხვაზე, ელოდა თუ არა პატრიარქის ამ გადაწყვეტილებას, გვპასუხობს, რომ მეუფე პეტრეს შემდეგ ყველაფერი მოსალოდნელი იყო.

 

„რაც მას გაუკეთეს და მოექცნენ (პეტრე)… შესაბამისად, ეს მორიგი სცენარია. შორენას, საპატრიარქოს (ერთგვარ „კანტორას“) საშუალება, რომ მისცე ნებისმიერ ადამიანს ფიზიკურადაც გაანადგურებენ. იმდენად ბოღმა, შური, ღვარძლი. ქონების დაგროვებამ თვალები დაუბრმავათ. ფულზე ხომ საუბარი არ არის,“ – განაცხადა ანდრია სარიამ.

 

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, მღვდელმონაზონ ანდრია (სარიას) მღვდელმოქმედება აეკრძალა.

ავტორი: Prime Time

X