16:34 | 2020-04-03 ავტორი: Prime Time

ჩვენ უპოვარებს ვეხმარებით – გადარიცხავს თუ არა ფონდში თანხას საპატრიარქო

ჩვენ უპოვარებს ვეხმარებით – გადარიცხავს თუ არა ფონდში თანხას საპატრიარქო

გადარიცხავს თუ არა stopcov ფონდში თანხას საპატრიარქო? – აღნიშნულ კითვხვაზე საპატრიარქოს პრესსამსახურმის უფროსმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტს უპასუხა, რომ ეკლესია ფინანსურ დახმარებას უკვე უწევს უპოვრებს. მამა ანდრიამ განაცხადა, რომ ფონდში თანხვის გადარიცხვა შეიძლება შემდეგ მოხდეს.

 

„ჩვენ უკვე ვაკეთებთ ამას, უპოვარებს ვეხმარებით, სახლში მიგვაქვს საკვები. ფინანსური არ არის ეს? ფინანსურია, როდესაც ამ უპოვარებს ვეხმარებით. ვერ გეტყვით შეიძლება მოხდეს კიდეც, ამ შემთხვევაში მხოლოდ ამას ვაკეთებთ“ – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

 

ავტორი: Prime Time

X