10:01 | 2021-04-23 ავტორი: Prime Time

„ჩვენ ვართ ქალები, რომელთაც ერთმანეთი გვიყვარს“ – ლესბოსელი ქალები საქართველოში

„ჩვენ ვართ ქალები, რომელთაც ერთმანეთი გვიყვარს“ – ლესბოსელი ქალები საქართველოში

20 აპრილს თბილისში, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ლესბოსელ წყვილს, არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, მეზობელი კაცი ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა.

 

არსებული ინფორმაციით, ინციდენტები თავდამსხმელის მხრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი დაზარალებული თბილისი პრაიდშია დასაქმებული.

 

„მოგვიანებით მოძალადემ პოლიციის თანდასწრებით კიდევ ერთხელ შეაფურთხა ერთ-ერთ დაზარალებულს, ესროლა მას სიგარეტის ნამწვი და განაგრძობდა შეურაცხყოფას. პოლიციელებმა სცადეს მოძალადის დაკავება, თუმცა პირველ ცდაზე ეს შეუძლებელი აღმოჩნდა და დამატებით ორი ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო,“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

 

ლესბოსელ წყვილს, მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, თბილისში თავს დაესხნენ
2021-04-21ლესბოსელ წყვილს, მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, თბილისში თავს დაესხნენ

 

როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი წევრი, გიორგი თაბაგარი აცხადებს, შემთხვევა მძიმე იყო, რადგან ფაქტს ერთ-ერთი დაზარალებულის ბავშვი ესწრებოდა.

 

„განსაკუთრებულად მძიმე იყო, რადგან ეს თავდასხმა სამეზობლოში მოხდა და ერთ-ერთი დაზარალებულის ბავშვი ესწრებოდა. ბევრი სხვადასხვა გარემოება იყო… მეზობლები, რომლებიც ძალადობის აქტს ესწრებოდნენ არაფრით არ დაეხმარნენ დაზარალებულებს. სამი სხვადასხვა მუხლი დაარღვია. იყო შეურაცხყოფა. დანა გაშალა და ემუქრებოდა ორივე დაზარალებულს. ტელეფონი წაართვა ძალის გამოყენებით და ვიდეო, რომელიც გადაიღო ერთ-ერთმა, მისი წაშლის მცდელობა ჰქონდა. ზოგადად, მძიმე სიტუაციაა, რადგან იმ სამეზობლოში, სადაც ცხოვრობდა მშვიდად მანქანას აპარკინგებდნენ, როცა ეს ინციდენტი დაიწყო. ეს პირველი შემთხვევა არ იყო. მოძალადემ იცოდა, რომ ერთ-ერთი თბილისი პრაიდში მუშაობდა. ამის საფუძველზე უამრავი შეურაცხმყოფელი სიტყვები უთხრა,“ – ამბობს გიორგი თაბაგარი.

 

თბილისი პრაიდის აქტივისტსა და მის პარტნიორ ქალზე მოძალადე მეზობელი მამაკაცი დაკავებულია.

 

დაკავებულს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით (იძულება), 151-ე მუხლით (მუქარა) და 284-ე მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში უნაბართვო შეღწევა).

 

ამ ეტაპისთვის, გოგონებს მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსი. ჩაუტარდათ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და მიმდინარეობს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები.

 

ლგბტ თემი საქართველოში – „ჩვენ ვართ ქალები, რომელთაც ერთმანეთი გვიყვარს“

 

„პრაიმტაიმი“ ერთ-ერთ აქტივისტს, მარი კურტანიძეს ესაუბრა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე თუ პრობლემაზე, რასაც ლესბოსელი gvქალები საქართველოში აწყდებიან.

 

„ერთგვარად ქვეარქალები საქართველოში უხილავები ვართ. ის რომ ამ პრობლემებზე არ ვსაუბრობთ იმის შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ჩვენ ნაკლებად ვიჩაგრებით. სინამდვილეში, ყველა სფეროში სხვადასხვანაირ ჩაგვრებს ვაწყდებით. მაგალითად, იძულებით გათხოვებას, რომელიც დღემდე ხშირად ხდება. ჩემს გარშემო ბევრი მსგავსი ამბავი ვიცი. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქალები ძირითადად დიასახლისებად წარმოუდგენიათ. ეს ის როლია, რომელსაც ჩვენ გვაკუთნებენ.

 

ამ პერიოდში, რაც კრიზისი დაიწყო, ლესბოსელი წყვილები ხშირად მიკავშირდებიან. მაგალითად, ერთ-ერთის მშობელმა მისი ორიენტაციის შესახებ გაიგო, სახლიდან გამოაგდო და შემდეგ, ამ მშობელმა საკუთარი შვილის შეყვარებულის ოჯახსაც ყველაფერი უთხრა. ისიც სახლიდან გამოუშვეს. ამას დაემატა ისიც, რომ ერთ-ერთმა მათგანმა სამსახური დაკარგა და უთხრეს, რომ მათთვის მისი „ჩაცმის სტილი მიუღებელი იყო“.

 

„ტრანს აუდიო გასეირნება“ - როგორ აღნიშნავენ ტრანსექსუალი ადამიანების ხსოვნის საერთაშორისო დღეს საქართველოში
2020-11-20„ტრანს აუდიო გასეირნება“ - როგორ აღნიშნავენ ტრანსექსუალი ადამიანების ხსოვნის საერთაშორისო დღეს საქართველოში

 

მსგავს პრობლემებს საქართველოში ტრანსგენდერი ქალებიც აწყდებიან. გარდა სოციალური პრობლემებისა ხშირია შემთხვევა, როდესაც ბინას მხოლოდ იმიტომ ვერ ქირაობენ, რომ განსახვავებული ორიენტაცია აქვთ.

 

საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ უძრავი ქონების აგენტი ტრანსგენდერ ქალს დისკრიმინაციული მოტივით ბინის მიქირავებაზე უარს ეუბნებოდა, ასევე მის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი. ტრანსგენდერი ქალის ინეტერესებს „თანასწორობის მოძრაობა” იცავდა.

 

ორგანიზაციის ინფორმაციით, ტრანსგენდერი ქალი უძრავი ქონების აგენტს მიმდინარე წლის 10 სექტემბერს დაუკავშირდა ერთ-ერთი საიტის მეშვეობით, სადაც გამქირავებლად იყო მითითებული. კომუნიკაცია ჯერ ტელეფონის, შემდეგ კი – Viber-ის მეშვეობით შედგა.

 

„ტრანსგენდერი ქალი მ. კ. უძრავი ქონების აგენტ ლ. ს.-ს 2020 წლის 10 სექტემბერს დაუკავშირდა ერთ-ერთი საიტის მეშვეობით, სადაც გამქირავებლად იყო მითითებული. მასთან პირველადი დაკავშირება მოხდა ტელეფონის საშუალებით, ხოლო გაგრძელდა Viber აპლიკაციის მეშვეობით. უძრავი ქონების აგენტმა მას უთხრა რომ გასაქირავებელი ბინები არ ჰქონდა მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი საიტის მეშვეობით გასაქირავებელი უძრავი ქონება იძებნებოდა. აგენტი საუბრისას იყო აგრესიული და ტრანსგენდერ ქალს მიაყენა შეურაცხყოფა გენდერული იდენტობის ნიშნით.

 

როგორც მიმოწერიდან ჩანს, ტრანსგენდერი ქალის უძრავი ქონების აგენტს ეკითხება მიზეზს, თუ რატომ ეუბნება უარს ბინის მიქირავებაზე, მაშინ როდესაც საიტზე ხელმისაწვდომი ბინები ჩანდა, რაც აგენტმა უპასუხოდ დატოვა. შემდგომ ტრანსგენდერი ქალი განმეორებით უკავშირდება ლ. ს.-ს და ეკითხება, ხომ არ აქვს ბინები შესაბამისი მომენტისთვის. ლ. ს.პასუხობს, რომ გასაქირავებელი უძრავი ქონება არ აქვს. მ. კ.-ის შემდგომი თხოვნა იყო, რომ როდესაც შესაბამისი ბინა გამოჩნდებოდა, მიეწერა მისთვის, რაზეც ლ. ს.-მ უპასუხა, რომ სხვას დაკავშირებოდა, რადგან „ჯერ არ ექნებოდა““, – ვკითხულობთ განცხადებაში.

 

ავტორი: Prime Time

X