13:56 | 2021-10-05 ავტორი: Prime Time

ჩვენ ვერ გავაჩერებთ ამ ეპიდემიას, სანამ კრიტიკული მასა არ აიცრება – გამყრელიძე

ჩვენ ვერ გავაჩერებთ ამ ეპიდემიას, სანამ კრიტიკული მასა არ აიცრება – გამყრელიძე

ყველგან, ყველა დაწესებულებაში უნდა ვეცადოთ ვაქცინაციას, სამწუხაროდ სხვანაირად ჩვენ ვერ გავაჩერებთ ამ ეპიდემიას, სანამ არ იქნება აცრილი კრიტიკული მასა და კრიტიკულ მასად ითვლება დღეს 75-80%, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შანაე ბრუკის ოჯახი: მადლიერებას გამოვხატავთ თბილისის პოლიციისა და იმ გამომძიებლების მიმართ, რომლებმაც მალევე შეძლეს შანაეს პოვნა და დამნაშავის დაკავება
2021-10-05შანაე ბრუკის ოჯახი: მადლიერებას გამოვხატავთ თბილისის პოლიციისა და იმ გამომძიებლების მიმართ, რომლებმაც მალევე შეძლეს შანაეს პოვნა და დამნაშავის დაკავება

 

მისივე განმარტებით, „დელტა“ შტამისთვის 60% საკმარისი არ არის და სასურველია, რომ მოსახლეობის 80% იყოს აცრილი.

 

„ამ კვირაში იქნება იმუნიზაციის საბჭო, სადაც განვიხილავთ და სამეცნიერო კომიტეტის წევრები მისული ვართ კონსესუსამდე მოზარდების აცრებთან და ასევე ანუ ბუსტერ-დოზასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი: Prime Time

X