
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბოლო მონაცემებით ისინი 20-ვე მუნიციპალიტეტში იგებენ არჩევნებს.
„19:00 საათის მონაცემებით, ჩვენ ვიგებთ არჩევნებს 20-ვე მუნიციპალიტეტში, თუმცა რჩება 45 წუთი და საჭიროა გამარჯვების ბოლომდე მიყვანა და თითოეული ხმა არის მნიშვნლოვანი. მთავარია სიმშვიდე საარჩევნო უბნებზე, ამიტომ მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან“,- ამბობს ირაკლი კობახიძე.
ცნობისთვის, დღეს, 30 ოქოტმბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება. 19:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 39,5%-ია.
ასევე დაგაინტერესებთ:






















