
Demna Gvasalia Daily სოციალურ ქსელში ახალ ვიდეოს აქვეყნებს.
2021 წლის ახალი კოლექციის ჩვენება, სიჩუმეში პარიზში გაიმართა.
„ჩვენება სიჩუმეში, მუსიკის გარეშე, 100 სტუმრის წინაშე, პარიზში“,- წერს დემნა გვასალია დეილი.
ერთ-ერთ ინტერვიუში დემნა ამბობს:
„2 წლის წინ, ჩემთვის რომ ვინმეს ეთქვა, დიდ ქუდებს გავაკეთებდი, ვეტყოდი: გიჟი ხარ, გამორიცხულია ქუდების კეთება მომინდეს“.



„მხოლოდ კაბები რომ ვაჩვენოთ, ეს კაბები ისეთი ფასი ეღირება, რომ მსოფლიოში დაახლოებით 20 ქალი შეძლებს ყიდვას. რა თქმა უნდა, კოლექციაში იქნება მაისური, თრენჩის ქურთუკი, შედარებით ხელმისაწვდომი ნივთები. მე შეიძლება ძალიან იდეალისტი ვარ, მაგრამ მინდა, რომ ოტ კუტიური ნებისმიერისთვის იყოს, არა ყველასთვის, რადგან ბუნებრივია, რომ ყველა ვერ შეძლებს ყიდვას, მაგრამ ნებისმიერისთვის, ვისაც ფლობა ენდომება“.






















