16:59 | 2021-02-01 ავტორი: Prime Time

ჩვენი არწივი გაფრინდა, დიდი მადლობა შენ ყველა ნოტისთვის, როლისთვის – გიორგი სუხიტაშვილი

ჩვენი არწივი გაფრინდა, დიდი მადლობა შენ ყველა ნოტისთვის, როლისთვის – გიორგი სუხიტაშვილი

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი თემურ წიკლაურის გარდაცვალებას ეხმაურება.

 

სამწუხაროდ, ჩვენი არწივი გაფრინდა. დიდი მადლობა შენ ყველა ნოტისთვის, ყველა როლისთვის, ფიროსმანისთვის მართალი სიმღერისთვის, მართალი სიტყვებისთვის, შენეული განცდებისთვის, რომელიც გადმოგვეცი და რომელიც დაგვიტოვე.

 

მომღერალი თემურ წიკლაური გარდაიცვალა
2021-02-01მომღერალი თემურ წიკლაური გარდაიცვალა

 

შენი ნამღერი „მინდვრებო ჩამოქარგულო“ ჩემი ბავშვობის ბედნიერება და სავიზიტო ბარათი იყო. საუკეთესო, თბილი კოლეგა და საუკეთესო რესპონდენტი… მოგვენატრები!

 

სამწუხაროა, რომ ის გეგმები რომელზეც ვისაუბრეთ, ვერ მოვისმიმე (დამპირდა რომ მაჩვენებდა მის საოპერო სიმღერებს რაშიც მეცადინეობდა) მშვიდობით არწივო“, – წერს სუხიტაშვილი.

ავტორი: Prime Time

X