
“მე და ჩემი ძმები პატარები ვიყავით როდესაც დედამ მიგვატოვა … ვინმემ რომ მკითხოს რანაირი ბავშვობა გქონდაო ერთადერთი რაც გამახსენდება ჩაი და პურია”,- 15 წლის საბას სევდიანი ამბავი სოციალურ ქსელში ვრეცლდება.
მისი თქმით, მომავლის იმედი არ აქვს და ერთადერთ რაც აინტერესებს ბებიის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
“მე და ჩემი ძმები პატარები ვიყავით როდესაც დედამ მიგვატოვა, ჩემი უფროსი ძმა სამი წლის იყო, რომ წავიდა დედა, მე ვიყავი წლინახევრის, მას შემდეგ ბებია გვზრდის. ყოველთვის მიჭირდა თუნდაც ბავშვობაში სკოლაში სიარული, დედა რომ არ მყავდა, ძალიან ძნელი იყო იმის ყურება, რომ ყველა ბავშვს დედები აკითხავდნენ და მე ბებია მაკითხავდა. მერე ყველაფერი ნელ-ნელა აირია და მამა ციხეში მოხვდა დიდი ხნით. ვინმემ რომ მკითხოს რანაირი ბავშვობა გქონდაო ერთადერთი რაც გამახსენდება ჩაი და პურია, იმიტომ რომ ჩვენი ძირითადი საჭმელი არის ჩაი და პური. ტანსაცმელს კიდევ მოგაწვდის ვინმე, საჭმელი რომ მოგშივდება ვინ შემოგიტანს?!
არავის და არაფრის იმედი მაქვს. მშობლების გარეშე გავიზარდე, დედაჩემს არც დავენანე ისე მიმატოვა, სხვა ვისი იმედი უნდა მქონდეს. შიშით შევყურებ ბებოს, ერთი პატარა ოთახი გვაქვს და სამივე ძმას და ბებიას ერთად გვძინავს, რომ გავიღვიძებ ერთადერთი რაც მაინტერესებს, ბებო როგორ არის იმას ვკითხულობ, მინდა რომ ბებომ დიდხანს იცოცხლოს, რომ ვთქვა რომ რამის იმედი მაქვს-მეთქი არაფრის იმედი არ მაქვს, ხშირად მომავალზეც ვერ ვფიქრობ, საერთოდ მექნება კი მომავალი”,- ამბობს მოზარდი.
ცნობისთვის,მოზარდის დასახმარებლად სპეციალური ანგარიშის ნომერი შეიქმნა თიბისი ბანკი #GE20TB7969145064300016 საქართ.ბანკი: #GE87BG0000000346009108 მიმღები: ზურაბ ჯღამაძე დანიშნლება: საბასათვის. 577566599 ვაცაპი ან ვაიბერი.
ასევე დაგაინტერესებთ:






















