
ჩვენი ექიმები სატელეფონო კონსულტაციას უწევენ საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათ ყველანაირი სიმპტომი აღენიშნებათ და სახლში იმყოფებიან.
„ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა პირადად ჩემ ნათესავს, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, იმიტომ რომ ის არის სახლში. მას აქვს ყველა სიმპტომი, მაგრამ არათუ ტესტზე არ არის ლაპარაკი, არამედ ექიმიც კი ვერ ელაპარაკება მას და აქედან სატელეფონო კონსულტაციებს უწევენ ჩვენი ექიმები“,- განაცხადა იმნაძემ.
პაატა იმნაძის მიერ გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ნიუ-იორკში ქართველი მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა.
ასევე ცნობილია, რომ ამსტერდამი-თბილისის სპეცრეისით საქართველოში დღეს 180 მოქალაქე ჩამოვა.






















