
თოქ-შოუ „პროფილი“ „TV პირველის“ ეთერში აღარ გავა. გავრცელებული ინფორმაციით, გადაცემის დახურვის მიზეზი მაღალი ფინანსური ხარჯია.
ინფორმაციის გადასამოწმებლად „პრაიმტაიმი“ თოქ-შოუ „პროფილის“ ავტორსა და წამყვანს, მაია ასათიანს დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენთან საუბარი მოუცლელობის გამო არ ისურვა. დეტალებზე არ საუბრობენ გადაცემის პროდიუსერებიც.
ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი „პრაიმტაიმთან“ საუბარში ადასტურებს, რომ ტელეკომოანიისა და „პროფილის“ გზები გაიყარა.
„ერთმანეთის გზა გაიყარა. უფრო მეტი დეტალი თუ გაინტერესებთ, მოგვიანებით…“- განაცხადა ვატო წერეთელმა.
ცნობისთვის, იგივე მიზეზით მაია ასათიანმა შემოქმედებით გუნდთან ერთად მანამდე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვა.
ასევე ანხეთ: სალომე ჭაჭუას, ანი ჯავახისა და თათია უკლებას ცეცხლოვანი ცეკვა
დაგაინტერესებთ სხვა საინტერესო სიხალეები ⇓






















