21:50 | 2020-03-18 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელშია – მოწოდება კორონავირუსთან ბრძოლისთის

ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელშია – მოწოდება კორონავირუსთან ბრძოლისთის

სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება მოწოდება თვითიზოლაციის წესის დამრღვევი პირებისთვის დაუყონებლივი შეტყობინების გაკეთების შესახებ.

 

Facebook-ის მომხმარებლები საკუთარ გვერდებზე აზიარებენ ამ პოსტს და მოუწოდებენ თავიანთ მეგობრებს, მათაც გააზიარონ და ითანამშომლონ სამართალდამცველებთან, რათა მოსახლეობა დაცული იყოს კორონავირუსისგან

 

„აქვს მნიშვნელობა, ვინ არის და, ძმა, მეგობარი, ბიძაშვილი, მეზობელი …

 

თუ გაიგებთ, რომ არღვევს თვითიზოლაციის წესს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით 112-ს.

 

დღეს ყველა, როგორც არასდროს, პასუხისმგებელი ვართ ქვეყნის, ერის, სამშობლოს წინაშე! ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი ჯანმრთელობა – ჩვენს ხელშია“ – წერენ სოციალურ ქსელში.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X