20:06 | 2020-12-09 ავტორი: თამარ გონგაძე

„ჩვენი პირბადე 90 პროცენტით იცავს ადამიანს ვირუსის შესუნთქვისგან“ – რა შეცვალა პანდემიამ ავთანდილისთვის, რომელსაც პირბადეებით ფულის კეთების იდეა არ მოსწონდა

„ჩვენი პირბადე 90 პროცენტით იცავს ადამიანს ვირუსის შესუნთქვისგან“ – რა შეცვალა პანდემიამ ავთანდილისთვის, რომელსაც პირბადეებით ფულის კეთების იდეა არ მოსწონდა

ავთანდილმა ნინო იოსელიანის ორგანიზაცია – “კავსაკასიის ფერებთან” კოლაბორაციით პირბადეების სერია შექმნა. სხვადასხვა ყვავილისა და მცენარის ნატურალურად შეღებილი სამშრიანი აბრეშუმის პირბადე სახის კანს არ აღიზიანებს, მასში თავისუფლად სუნთქავ და თან ესთეტურადაც ლამაზია.

 

პირველი პანდემიის დროს, აპრილის ბოლოს, ავთანდილმა “პრაიმტაიმთან” საუბარში აღნიშნა, რომ იმ პერიოდში, პირბადეებით ფულის გაკეთების იდეა, არ ხიბლავდა.

 

“არც მაქვს სპეცდანიშნულების სამედიცინო მასალები. ჩემთვის არ არის მისაღები კომერციული სარჩულით რაღაც ქსოვილისგან შეკერილი პირბადე” – ამბობდა დიზაინერი.

 

საინტერესოა, რა შეიცვალა ახლა და რატომ დადგა პირბადით ფულის კეთების დრო. ჩვენს მიერ დასმულ ამ კითხვაზე დიზაინერის პოზიცია ასეთია.

 

ავთანდილ ცქვიტინიძე: – იმ პერიოდში ნამდვილად ხელი არ გამიქანებია. მაგრამ დღეს უკვე პრობლემებმა იჩინეს თავი, მეცნიერულ დონეზე ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ სამედიცინო პირბადეებმა გამოიწვია პრობლემები, სახეზე აკნე გაუჩნდა ხალხს, აქვთ კანის დაზიანება, სახის ტრავმები, სუნთქვის პრობლემები…

 

ამიტომ ნატურალური პირბადის შექმნის იდეა ნინო იოსელიანისგან წამოვიდა, მე უბრალოდ შევქმენი. პირველი ფენა აბრეშუმია, მეორე, ნატურალური ბამბა, რომელშიც არის ევკალიპტის, ყვითელგულას და გვირილის ბუნებრივ საღებავში შეღებილი კიდევ მესამე ბამბის ფენა, რომელიც სუნთქვას ხელს უწყობს.

 

გრილ წყალში გარეცხვისას, ეს მცენარეები სასარგებლო თვისებებს არ კარგავს. რა ინგრედიენტებისაც არის ამ პირბადის შრეები, იმავე ინგრედიენტების საპონი მოჰყვება. საპონიც საქართველოშია დამზადებული. ყველაფერი ნატურალურია. ჩვენი პირბადე 90 პროცენტით იცავს ადამიანს ვირუსის შესუნთქვისგან.

 

გარდა ამისა, ტანსაცმელი რომ იყრება, 400 წელი უნდა, რომ დედამიწიდან გაქრეს ისეთი მასალით არის გაკეთებული. ჩვენი პირბადეები ასე არ დააბინძურებს გარემოს.

 

პირბადე კოსმეტიკურ მაღაზიებში და ონლაინ გამოწერით გაიყიდება.

 

მე კი ვმუშაობ ახალ კოლექციაზე, რომელიც იქნება მომავლის მოდა, ანუ მთლიანად ნატურალური პროდუქციით შექმნილი.

ავტორი: თამარ გონგაძე

X