
პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ეს შესაძლებელია, სამედიცინო პერსონალი ორ ნაწილად გაიყოს და თითო ჯგუფმა ორკვირიანი ციკლით იმუშაოს.
„სწორი გადაწყვეტილებაა, როცა ერთი ნაწილი მუშაობს, მეორე ნაწილი ორი კვირა ისვენებს, მერე ისინი ჩაანაცვლებენ ერთმანეთს. ეს საშუალებას მოგვცემს, ნებისმიერმა დაწესებულებამ უწყვეტი ციკლით იმუშაოს. ეს ეხება, მათ შორის, საავადმყოფოებსაც.
ჩვენთან ლაბორატორიაში, ეპიდსამსახურში ეს სამწუხაროდ, შეუძლებელია.
ლუგარის ლაბორატორიაში ამის შესაძლებლობა არის. იქ ორი კვირა მუშაობს ერთი ბრიგადა, მეორე ბრიგადა სახლიდან მუშაობას ამ პერიოდში.
ძირითადად, სახლიდან ერთვებიან ონლაინ. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის უნდა იყვნენ სამსახურში.
ეს არის მიღებული პრაქტიკა. ვურჩევ, ყველა კოლეგამ გაითვალისწინოს, როდესაც დაგეგმავს მუშაობას საავადმყოფოებში.
რაც შეეხება ადგილებს, ადგილები ჰოსპიტლები საქართველოში საბედნიეროდ გვაქვს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.






















