12:52 | 2020-04-06 ავტორი: ნინი ტაველიძე

ჩვენი სპორტსმენები ყოველთვის იქ დგანან, სადაც ქვეყანას სჭირდება – კალაძე

ჩვენი სპორტსმენები ყოველთვის იქ დგანან, სადაც ქვეყანას სჭირდება – კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს სპორტის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

 

„ვულოცავ ჩვენს საამაყო სპორტსმენებს და სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს სპორტის საერთაშორისო დღეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონა ვირუსის გამო შექმნილი მძიმე ვითარება სპორტულ აქტივობებზეც აისახა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის როლი, რაც ამ ადამიანებს ჩვენი ქვეყნის წარმატებასა და ჩვენი ხალხის გაბედნიერებაში აკისრიათ.

 

ჩვენი სპორტსმენები ყოველთვის იქ დგანან, სადაც ქვეყანას სჭირდება.

 

და ახლაც, ვირუსის გამო შექმნილი ვითარების ფონზე, მათი მხრიდან არაერთი სოლიდარობის მაგალითი და ღირსეული ნაბიჯი ვიხილეთ.

 

დარწმუნებული ვარ, ერთად ყველა გამოწვევას დავძლევთ.

 

ქართველი სპორტსმენები კიდევ ბევრ სიხარულს და ბევრ წარმატებას მოუტანენ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

X