01:02 | 2020-11-04 ავტორი: Prime Time

“ჩვენი თვითმიზანი არ არის პარლამენტში არშესვლა” – რა შემთხვევაში მოხსნის ბოიკოტს “ლელო”?

“ჩვენი თვითმიზანი არ არის პარლამენტში არშესვლა” –  რა შემთხვევაში მოხსნის ბოიკოტს “ლელო”?

თუ დავინახავთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაითვალისწინა ის, რომ მასობრივი დარღვევებია და გააუქმა შედეგები – ეს ვითარებას შეცვლის, მერე შევიკრიბებით და შევხედავთ, მაგრამ ჩვენ სამართლებრივ ბრძოლას ვაგრძელებთ,- ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

 

ექსპერტების პროგნოზი ოპოზიციის არასტაბილურ პოლიტიკურ ამინდთან დაკავშირებით
2020-11-03ექსპერტების პროგნოზი ოპოზიციის არასტაბილურ პოლიტიკურ ამინდთან დაკავშირებით

 

მისი თქმით, არჩევნები ისეთი დარღვევებით ჩატარდა, რომ მისი შედეგი ლეგიტიმური ვერ იქნება.

 

კითხვაზე, საჩივრების დაკმაყოფილების შემთხვევაში ლელო შევა თუ არა პარლამენტში, ჯაფარიძე აცხადებს, რომ ამის შემდეგ, “ოპოზიცია შეიკრიბება და შევხედავთ”.

 

“ჩვენ ვასაჩივრებთ და გაუქმებას ვითხოვთ ოქმების. 20 %-ია ჩასწორებული. თუ ესენი ყველაფერი დაკმაყოფილდება, მაშინ ეს ვითარებას ცვლის. თუ დავნახავთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია პასუხისმგებლიანად იქცევა, აუქმებს იმ ოქმებს, სადაც პირდაპირ არის დამახინჯებული ციფრები და ა.შ. თუ სურათი იცვლება, ჩვენი თვითმიზანი არ არის პარლამენტში არ შესვლა. პარლამენტში არ შესვლა გადავწყვიტეთ იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც დღეს არის”. – აცხადებს ჯაფარიძე.

ავტორი: Prime Time

X