20:30 | 2021-07-16 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ჩვენი ვარდისფერი ტანკი მზადაა და მალე რუსთაველის გამზირისკენ დავიძრებით – თბილისი პრაიდი

ჩვენი ვარდისფერი ტანკი მზადაა და მალე რუსთაველის გამზირისკენ დავიძრებით – თბილისი პრაიდი

„ჩვენი ვარდისფერი ტანკი მზადაა და მალე რუსთაველის გამზირისკენ დავიძრებით. გურამ, დაგვხვდი!“ – ასე ეხმიანება თბილის პრაიდი გურამ ფალავანდიშვილის დღევანდელ განცხადებას, რომელიც მან გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან გააკეთა.

 

„ჩვენ მზად ვიყავით, თუ ტანკებით დაიძვრებოდა პრაიდი, რაც მოხდა სერბეთში, იგივეს გავაკეთებდით, დავუწვებოდით ტანკებს და გავწირავდით თავს.“ – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

 

შეგახსენებთ, გურამ ფალავანდიშვილის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პოლიციამ რადიკალური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, დღის პირველ ნახევრში, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ გადაიყვანა.

 

დაკითხვაზე იმყოფებოდა „ალტერნატიული საქართველოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და დეკანოზი ცქიფურიშვილი, რომელიც 5 ივლისს პარლამენტთან ძალადობრივ მოწოდებებს აკეთებდა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X