17:53 | 2020-06-08 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ჩვენს ამომრჩევლებს პედოფილები ეძახა! – ჯაფარიძე ვაშაძის მხარდაჭერაზე

ჩვენს ამომრჩევლებს პედოფილები ეძახა! – ჯაფარიძე ვაშაძის მხარდაჭერაზე

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მათი ამომრჩევლები გრიგოლ ვაშაძეს მხარს არ დაუჭენ, რადგან ვაშაძემ მათ პედოფილები ეძახა.

 

როგორც „ტვ პირველთან“ საუბრისას ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, „გირჩის“ ამომრჩევლები ხმას ოპოზიციურ კანდიდატს მისცემენ.

 

15 ოპოზიციური პარტია განცახდებას ავრცელებს
2020-06-0815 ოპოზიციური პარტია განცახდებას ავრცელებს

 

„გრიგოლ ვაშაძემ რა ტიპის კამპანიაც არ უნდა ჩაატაროს, „გირჩის“ ამომრჩევლების უმეტესი ნაწილი მას მხარს არ დაუჭერს. ზოგადად გირჩის ამომრჩეველი ოპოზიციურად განწყობილია და უფრო იხრება იმისკენ რომ ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭიროს მხარი.

 

მანამდე, ჩვენს ამომრჩევლებს პედოფილები ეძახა, რის გამოც გირჩის ბევრი მხარდამჭერი მას მხარს არ დაუჭერს“, –  აცხადებს „გირჩის“ ლიდერი.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X