
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე კლიმატის ზემოქმედებაზე საუბრობს და ამბობს, რომ როგორც ჩანს, კორონავირუსთან ბრძოლისთვის კლიმატს მნიშვნელობა არ აქვს.
„ახლა ზაფხულია და ცხელა. ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც ზაფხულია და ცხელა. ამის მიუხედავად, ხედავთ, რაც ხდება.
აქედან გამომდინარე, კლიმატის იმედზე ნუ ვიქნებით. უფრო ვიყოთ იმ წესების იმედზე, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.























