პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ქორწინებაზე ჩანაწერი კონსტიტუციაში კარგად არის განსაზღვრული.
როგორც მან „TV პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, „ჩვენს ქვეყანაში უმცირესობების უფლებები ძალიან კარგად არის“.
„ის თუ გადახრები ხდება, ნიშნავს იმას, რომ კანონი არ სრულდება ვიღაცის უფლებები თუ ირღვევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები შელახოს, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს კანონი დარეგულირებულია და კონსტიტუციაში კარგად არის გაწერილი“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე კი, ირღვევა თუ არა ქვეყანაში სექსუალური უმცირესობების უფლებები, ხაზარაძე პასუხობს:
ირღვევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმცირესობამ უმრავლესობას მოახვიოს თავისი რაღაც, ამიტომ კანონით უნდა ვიმოქმედოთ, კონსტიტუციაში ეს ლამაზად, კარგად წერია და ამას უნდა გავყვეთ. ამას მე მგონი მეტი აფიშირება არ სჭირდება და ის, რაც თქვენ თქვით, მე წინააღმდეგი ვარ, რომ ქორწინებაზე… შვილი უნდა გაზარდოს დედამ და მამამ, ოჯახმა.























