16:11 | 2020-12-04 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

„ჩვენს თვალწინ იბადებოდა ბოლშევიზმი, რასაც ზურამ ხელი არ შეუწყო“ – ზურაბ ჯაფარიძის ძმა, ექსპერტი გია ჯაფარიძე

„ჩვენს თვალწინ იბადებოდა ბოლშევიზმი, რასაც ზურამ ხელი არ შეუწყო“ – ზურაბ ჯაფარიძის ძმა, ექსპერტი გია ჯაფარიძე

აპირებს თუ არა „გირჩის“ რომელიმე ლიდერი პარლამენტში შესვლას? ამის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ შეეცადა იაგო ხვიჩიასა და ზურა ჯაფარიძეს დაკავშირებოდა, მაგრამ ხვიჩიას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს, ხოლო ჯაფარიძე ზარებს არ პასუხობს.

 

იაგო ხვიჩიამ სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძის მოულოდნელ განცხადებას ასე უპასუხა:

 

“არასერიოზული, სიგიჟე. ატოცზე ტ…ის მჩვენებელი კაცი წერს ამას. თან რაზე, პორნოს ნახვაზე? ცუდია ეს ყველაფერი, მარა რას ვიზამთ, გაიგებთ, რას ვიტანდი მთელი ეს წლები“, – დაწერა იაგო ხვიჩიამ.

 

ჩვენთან საუბრისას „გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი მელაძეც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა – პარლამენტში შესვლა ტესტი იქნებაო, – განაცხადა მან. ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენებზე ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს.

 

 

„დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი, რადგან მიმდინარე მოვლენებზე ჯერჯერობით ინფორმაციას არ ვფლობ. რაც შეეხება პროგნოზს, ტესტი იქნება მათთვის, ვინ შევა პარლამენტში მათგან და რამდენად რეალურია ეს დაპირისპირება.“ – აცხადებს გიორგი მელაძე.

 

 

 

ამის შემდეგ, ზურა ჯაფარიძის ძმას, ექსპერტ გია ჯაფარიძეს ვესაუბრეთ, რომელმაც განაცხადა, რომ მხარს უჭერს ძმის გადაწყვეტილებას, რადგან ამ გზით ზურამ ბოლშევიზმის აღზევებას ხელი შეუშალა.

 

„2017 წლის შემდეგ, „გირჩთან“ არანაირი კავშირი აღარ მქონია, შესაბამისად, ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ. ზურასთან არ მისაუბრია, თბილისში არ ვიმყოფები.

 

– ამბობენ, რომ პარლამენტში შესვლა გახდა მათ შორის მთავარი წყალგამყოფი…

 

– არ ვიცი. ცხადია, ამ გადაწყვეტილებაში ზურას ყველა მხარს უჭერს. მე დადებითად ვაფასებ ამას. ჩვენს თვალწინ იბადებოდა ფრანკენშტეინი და ბოლშევიზმი, რასაც ზურამ ხელი არ შეუწყო.“ – ამბობს გია ჯაფარიძე.

 

ცნობისთვის, ზურა ჯაფარიძემ გაავრცელა მიმართვა, სადაც ვკითხულობთ:

 

„სამწუხაროდ ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო, არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს, სამწუხაროდ ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში წარმატებას ვუსურვებ სამივეს, მჯერა რომ ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო, ზუსტად მესმის რომ მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა. გაჩერებას არ ვაპირებ, გირჩის მთავარი ბრძოლები წინაა.” – ნათქვამია განცხადებაში.

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X