16:37 | 2020-04-21 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ჩვენთან პიკი ღვთის წყალობით 200-300 შემთხვევა არ იქნება – კულუმბეგოვი

ჩვენთან პიკი ღვთის წყალობით 200-300 შემთხვევა არ იქნება – კულუმბეგოვი

ჩვენთან პიკი შეიძლება 50-70 შემთხვევა იყოს, – ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, ევროპულ ქვეყნებში პიკი, ინფექციის შიდა გადაცემიდან დაახლოებით თვენახევარში დადგა.

 

„ჩვენი პიკის მოლოდინს, რომ შევხედოთ ეს ინფექციის შიდა გადაცემა მარტის ბოლოდან დაიწყო, როდესაც კონტაქტებზე გასვლის შესაძლებლობა აღარ გვქონდა. ჩვენთან პიკი ალბათ, ღვთისწყალობით 200-300 შემთხვევა არ იქნება. მე არ ვუშვებ ამას. ჩვენთან პიკი შეიძლება 50-70 შემთხვევა იყოს,“ – განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

ამ დროისთვის საქართველოში 408 ადამიანი ინფიცირებული.

 

მათ შორის გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი.

 

გარდაცვლილია 4 მოქალაქე 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X