
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი დევი ტაბიძე აცხადებს, რომ საწოლფონდი პაციენტებს აღარ ყოფნის.
„ჩვენთან საერთოდ არ არის ადგილი, ადგილები თუ გამოჩნდა ეს არის გაწერილი პაციენტების ხარჯზე ან როდესაც ვინმე გარდაიცვლება. როცა ვინმე შემოდის და მისი მდგომარეობა მძიმეა, სავარძელზე ტარდება პირველადი სამედიცინო მანიპულაციები.
ექიმების გმირობის ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი. მეშინია ჩვენი ექიმები როდემდე გაუძლებენ ამ ყველაფერს, ახლა თავიდან მიდის დამატებით ერთი სართულის მობილიზება.
დერეფნებში პაციენტები არ გვყავს, ასეთი პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა“, – განაცახადა დევი ტაბიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
ტაბიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო შესაძლოა სხვა უამრავი რთული დაავადებები გამწვავდეს.
„როგორ მოვხახერხოთ ეს ყველაფერი? გაჩერდება მშობიარე? გაჩერდება აპენდიციტი? მარტო კორონა ხო არ არის. ეს პაციენტები როგორ გაჩერდებიან. ამ ყველაფერს მარკეტინგი სჭირდება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ზუსტად ჩვენი საწოლფონდების რესურსი“, – აღნიშნა დევი ტაბიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓

























