
საქართველოში ეპიდვითარება უფრო და უფრო მძიმდება. დამძიმებული ეპიდვითარების ფონზე მედიკოსთა რეკომენდაციები უფრო კატეგორიული ხდება. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას რეგულაციების მაქსიმალურად დაცვისა და აცრისკენ მოუწოდებენ.
სავარაუდოდ, ნოემბერი ჰოსპიტალური სექტორისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდება. ექიმები დაინფიცირებულთა რაოდენობის გასამმაგებას და შესაბამისად, გარდაცვლილთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავენ.
„ამ პერიოდისათვის ჩვენ არ უნდა გვქონდეს ასეთი დრამატული სიტუაცია. ეს პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია ვაქცინირებულ ადამიანებთან და კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია. ჯერჯერობით, ჰოსპიტალური სექტორი ვუძლებთ ამას და გარკვეულწილად, ჩვენც გვჭირდება გაფრთხილება, რომ მუშაობა შევძლოთ,“ – განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.
42 გარდაცვლილი, 4337 ახალი შემთხვევა და 3 137 გამოჯანმრთელებული – ასეთია ბოლო 24 საათის კოვიდ სტატისტიკა.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















