
მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში ევროპული კონსერვატორების ფრაქციის ლიდერს შეხვდა.
მისივე თქმით, მიუხედავად კოვიდრეგულაციებისა, სპეციალურად მათი ვახშმისთვის რესტორანი გააღეს.
„დავიწყეთ შეხვედრები სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან, ნონა მამულაშვილთან ერთად შევხვდით ევროპული კონსერვატორების ფრაქციის ლიდერს, ანა ფოტიგას და მის ჯგუფს.

მიუხედავად COVID-რეგულაციებისა, ჩვენთვის სპეციალურად გააღეს ევროპარლამენტის დაკეტილი რესტორანი, ვახშმისთვის,“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓






















