
ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი არსებითად არაფერს ცვლის. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„არსებითად არაფერი იცვლება. იგივე რჩება დანიშვნა-გათავისუფლების წესი, ინსტიტუციური მოწყობა. ერთადერთი, რაც შინაარსობრივად იცვლება, ის არის, რომ გამოძიების ნაწილში ფართოვდება მანდატი და კომპეტენციები. შესაბამისად, როცა გვქონდა საუბარი, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან, სხვა სუბიექტებთან, ყველა აღიარებს, რომ ინსტიტუციური და სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად გამარტივებული. ერთადერთი, რაზეც ისმებოდა კითხვები, არის ის თუ, რატომ განიხილებოდა კანონპროექტი დაჩქარებული წესით. ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ძალიან მარტივია ეს კანონპროექტი.
ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ამ დეპარტამენტების თანამშრომლები ინარჩუნებდნენ საკუთარ პოზიციებს. დღეს კიდევ ერთხელ გვექნება დამატებითი მსჯელობა. ალბათ, დავაყენებთ კონკრეტულ ინიციატივებს, რის საფუძველზე შეიქმნება კონკრეტული გარანტია, იმისთვის რომ ადამიანები შეინარჩუნონ პოზიციები იმ ორ სამსახურში, რომელიც ამ ერთი სამსახურის ბაზაზე დაფუძნდება“, – განაცხადა კობახიძემ.






















