00:38 | 2021-03-26 ავტორი: Prime Time

ჩვეულებრივი თაღლითები ყოფილხართ! – ნახეთ ვის მიმართავს ხათუნა ჟორდანია

ჩვეულებრივი თაღლითები ყოფილხართ! – ნახეთ ვის მიმართავს ხათუნა ჟორდანია

მომღერალი ხათუნა ჟორდანია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობას“ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და მათ მიერ გამოქვეყნებული ცნობების დოკუმენტებით დამტკიცებას მოითხოვს.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო. სერიოზული ორგანიზაცია მეგონეთ და ჩვეულებრივი თაღლითები და ცრუპენტელები ყოფილხართ!

 

უხსოვარ დროში დარეგისტრირებული ორგანიზაციები, რომლებსაც არასდროს უფუნქციონირებია და რომლის არსებობაც აღარც კი მახსოვდა, თქვენ XXI საუკუნეში გააცოცხლეთ, როგორც მოქმედი ბიზნესი და არც კი გადაამოწმეთ, ოდესმე რამე შემოსავალი თუ ჰქონია ამ კომპანიებს.

 

კატეგორიულად მოვითხოვ, თქვენს მიერ ტირაჟირებული ცრუ ინფორმაცია, დოკუმენტურად დაასაბუთოთ! დაამტკიცეთ, რომ მე მაქვს მოქმედი ბიზნესი და შესაბამისად შემოსავალი ამ კომპანიებიდან.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგიწევთ კანონით პასუხისგება ან საჯარო ბოდიში!“- წერს ხათუნა ჟორდანია.

 

ცნობისთვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეისწავლა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების თანამდებობის პირთა 2020 წელს შევსებული დეკლარაციები.

 

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ პირთა შორის ხათუნა ჟორდანიას მეუღლე ზურა ხაჩიძეცაა.

ავტორი: Prime Time

X