17:36 | 2021-12-03 ავტორი: Prime Time

CNN-მა ხინკალი მსოფლიოს ყველაზე გემრიელი პელმენების სიაში შეიტანა

CNN-მა ხინკალი მსოფლიოს ყველაზე გემრიელი პელმენების სიაში შეიტანა

CNN-მა ხინკალი მსოფლიოს ყველაზე გემრიელი პელმენების სიაში შეიტანა.

 

„მსოფლიოში ყველაზე გემრიელი პელმენები“ – გამოცემა ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას, სადაც საუკეთესოთა შორის მსოფლიოს სხვა კერძებთან ერთად ქართული ხინკალიც მოხვდა.

 

გამოცემა მკითხველს სულ მცირე 35 საუკეთესო კერძს სთავაზობს, რომლებიც მარტივად მოსამზადებელია. ასევე არის გლობალური და ადაპტირებული. როგორც გამოცემა წერს, ეს კერძები დაფიქსირებულია კონკრეტულ რეგიონებში, როგორც იაფი და გემრიელი.

 

როგორც გამოცემა წერს, ხინკალი წააგავს ჩინურ xiaolongbao-ს.

 

 

გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს, რომელიც კვეთს აღმოსავლეთ ევროპას, რუსეთსა და ცენტრალურ აზიას, აქვს „საკუთარი პელმენი“.

 

„იგი შედგება ღორის ან საქონლის ხორცისგან, ზავდება სუნელებით, ზემოდან კი ნაკეცები აქვს.  ხინკალს ჩვეულებრივ მიირთმევენ მსხვილ დაფქვილ შავ წიწაკასთან ერთად“,- წერს გამოცემა.

 

ნახეთ, სხვა კერძების ჩამონათვალი ამ ლინკზე: 

ავტორი: Prime Time

X