18:17 | 2021-09-08 ავტორი: სალომე ნეფარიძე

Covid-19 გრიპის მსგავსად მუტაციას განიცდის და, სავარაუდოდ, სულ იქნება – ჯანმო

Covid-19 გრიპის მსგავსად მუტაციას განიცდის და, სავარაუდოდ, სულ იქნება – ჯანმო

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, თავდაპირველი მოლოდინი იმის თაობაზე, რომ კორონავირუსის აღმოფხვრა შესაძლებელი იქნებოდა, მცირდება.

 

მათი დასკვნით, გრიპის მსგავსად ვირუსი აუცრელ მოსახლეობას შორის მუტაციას განიცდის და ის, სავარაუდოდ, სულ დარჩება. ამის შესახებ CNBC წერს.

„მე ვფიქრობ, რომ ეს ვირუსი ჩვენთან დარჩება და ის გრიპის ვირუსების მსგავსად განვითარდება; ის გახდება ერთ-ერთი სხვა ვირუსი, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე“ – განაცხადა მაიკ რაიანმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს! - გამყრელიძე პროფესიულ ჯგუფებს ასახელებს
2021-09-08ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს! - გამყრელიძე პროფესიულ ჯგუფებს ასახელებს

გლობალური ჯანდაცვის სააგენტოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ვაქცინები არ იძლევიან გარანტიას, რომ Covid-19-ის აღმოიფხვრა შესაძლებელი გახდება. ამის შესახებ საკმაოდ დიდი ხანია საუბრობენ აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტი დოქტორი ენტონი ფაუჩი და Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი სტეფან ბანსელი. მათი აზრით, მსოფლიოს მოუწევს კორონავირუსთან ერთად სამუდამოდ იცხოვროს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X