14:32 | 2021-10-28 ავტორი: Prime Time

COVID-19-ი გრიპის მსგავსად, სეზონური ინფექციაა – Barcelona Institute for Global Health-ის მიერ ჩატარებული კვლევა

COVID-19-ი გრიპის მსგავსად, სეზონური ინფექციაა – Barcelona Institute for Global Health-ის მიერ ჩატარებული კვლევა

Barcelona Institute for Global Health-ის მიერ ჩატარებული კვლევის (გამოქვეყნდა Nature Computational Science-ში) მიხედვით, COVID-19-ი გრიპის მსგავსად, ტემპერატურასა და ტენიანობაზე დამოკიდებული სეზონური ინფექციაა. ინფორმაციას medicalxpress-ი ავრცელებს.

 

კვლევის დასაწყისში ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს სურდათ გაეგოთ, რა მსგავსება იყო კოვიდსა და გრიპს შორის და იყო თუ არა SARS-CoV-2 ინფექცია ყველა სეზონზე ერთნაირად გადამდები. ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მისაღებად, მეცნიერებმა 5 კონტინენტზე განლაგებულ 162 ქვეყნაში კორონავირუსის გავრცელებასა და ტემპერატურას/ტენიანობას შორის არსებული კავშირი გააანალიზეს. მათ იმ დროინდელ მონაცემებზე გაამახვილეს ყურადღება, როცა სახელმწიფოებში კოვიდ რეგულაციები ჯერ კიდევ არ იყო შემოღებული.

სააკაშვილი პირბადის გამოყენებაზე უარს ამბობდა, რის გამოც შეხვედრების ოთახში მინის ბარიერი განახლდა - პენიტენციური სამსახურის განცხადება
2021-10-28სააკაშვილი პირბადის გამოყენებაზე უარს ამბობდა, რის გამოც შეხვედრების ოთახში მინის ბარიერი განახლდა - პენიტენციური სამსახურის განცხადება

 

კვლევამ აჩვენა, რომ ინფიცირების ხშირი შემთხვევები დაბალ ტემპერატურასა და ტენიანობას ემთხვეოდა. მათ, ასევე, სტატისტიკური მეთოდით წლის სხვადასხვა დროს ამა თუ იმ გეოგრაფიულ არეალში დაფიქსირებული მაჩვენებლებიც შეისწავლეს და ისევ იმ დასკვნამდე მივიდნენ.

 

აღნიშნული დასკვნა კიდევ უფრო გაამყარა იმან, რომ SARS-CoV-2-ის პირველი ტალღები ტემპერატურისა და ტენიანობის მატების პარალელურად დასრულდა.

 

მოგვიანებით მეცნიერებმა კვლევადედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროზეც ჩაატარეს, სადაც ვირუსმა ოდნავ მოგვიანებით ჩააღწია. უნდა ითქვას, რომ აქაც ზემოხსენებული ტენდენცია გამოიკვეთა. ინფექციის გავრცელებაზე კლიმატის ყველაზე თვალსაჩინიო გავლენა 12-დან 18°C-მდე ტემპერატურისა და 4-დან 12 კგ/მ3 ტენიანობის პირობებში შეიმჩნეოდა.

 

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ კვლევის შედეგები კორონავირუსის ახალი ტალღების წინასწარ განსაზღვრასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაში დაგვეხმარება.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X