22:45 | 2020-04-27 ავტორი: Prime Time

COVID 19-ის გადატანისას ადამიანს იმუნიტეტი უმუშავდება, მაგრამ… – რა კითხვები უჩნდება ჯანმოს

COVID 19-ის გადატანისას ადამიანს იმუნიტეტი უმუშავდება, მაგრამ… – რა კითხვები უჩნდება ჯანმოს

COVID 19-ით ინფიცირებულები ანტისხეულებს გამოიმუშავებენ, თუმცა, უცნობია, რამდენად ძლიერია ის, – ამის შესახებ ჟენევაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გადაუდებელი დავადებების განყოფილების ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკჰოვემ განაცხადა.

 

„ჩვენ დავადგინეთ, რომ ადამიანები ანტისხეულებს ინფიცირებიდან ერთ კვირაში გამოიმუშავებენ. ვცდილობთ გავერკვეთ, რას ნიშნავს ეს.

 

ამ ეტაპზე არ არსებობს კვლევა, რომელიც ამ სახის ანტისხეულებს იმუნიტეტთან დააკავშირებდა. ანუ, არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ანტისხეულები იმუნიტეტის გამომუშავებას ნიშნავს.

 

გვაქვს მოლოდინი, რომ ადამიანები, რომლებმაც ეს დაავდება გადაიტანეს ერთგვარად დაცულები გახდებიან.

 

მაგრამ ამ ეტაპზე არ ვიცით, რამდენად ძლიერია ეს დაცვა, ყველას უმუშავდება ეს თუ არა და რამდენ ხანს შეიძლება მან გაძლოს“ – განაცხადა მან.

 

კერკჰოვეს თქმით, ვირუსის აფეთქებიდან 4 თვის შემდეგაც კი მას ამის დაზუსტებით თქმა არ შეუძლია.

 

„როცა ვამბობთ, რომ არ გვაქვს მტკიცებულება, არ ნიშნავს იმას, რომ იმუნიტეტი არ გამომუშავდება.

 

ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ასეთი კვლევა ჯერ არ არსებობს.“ – განმარტავს ჯანმოს მაღალჩინოსანი.

 

მისივე თქმით, COVID 19 სტაბილური ვირუსია და მუტაციას სწრაფად არ განიცდის.

 

ცნობისათვის, მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ დღეს უკვე 3 მილიონს გადააჭარბა.

 

 

ავტორი: Prime Time

X